კოვიდ-19-ის პროტოკოლის დარღვევის შემდეგ "ვესტ ჰემის" ფეხბურთელი დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ როგორ მოვიქეცი შობის დღესასწაულზე. ვიცი, რომ წარსულის შეცვლა არ შემიძლია, მაგრამ მე სიტუაცია კლუბის ხელმძღვანელობასთან და მწვრთნელთან ერთად განვიხილე და მინდა, რომ ამ ყველაფერს დადებითი შედეგი მოჰყვეს". "უკვე დიდი ხანია "ვესტ ჰემში" ვთამაშობ და ვიცი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრებს ჩვენი კლუბისთვის. მინდა სუფთა სინდისით დავუბრუნდე ფეხბურთს - საქმით, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ვაპირებ "საკვები პროდუქტების ბანკში" შემოწირულობის შეტანას. ვიმედოვნებ, რომ ეს რაღაცით მაინც დაეხმარება ადამიანებს ამ რთულ დროში".ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გავრცელებით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში. კოვიდ-19-ის მიზეზით პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობას "ევერტონი" "სიტისა" და "ტოტენჰემისა" და "ფულემის" შეხვედრის გადადება უკვე მოუწია.