ფელიპე კოუტინიოს ესპანური კარიერა შესაძლოა, ძალიან მალე დასრულდეს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსელონაში" დამყარებულ იმედებს ვერ ამართლებს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის შემტევი ნახევარმცველი კატალონიაში 2018 წლის იანვარს, 120 მილიონ ევროდ გადავიდა.
კოუტინიო უკვე დიდი ხანია კრიტიკის ქვეშაა მოქცეული. ფეხბურთელში, რომელშიც "ბლაუგრანამ" ამხელა თანხა გადაიხადა, წელს მხოლოდ 8 გოლი გაიტანა.
ცნობილია, რომ "ბარსელონა" ფელიპეს ტრანსფერით მიღებული თანხით ნეიმარის დაბრუნებას შეეცდება.
ახლა კი, ინგლისურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოუტინიომ "იუნაიტედის" ფეხბურთელებთან მის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შესახებ ისაუბრა.