Belive

კოულ პალმერი: "ინგლისისა და მექსიკის მატჩის ყურების დროს ჩამეძინა"

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ჩელსის ფეხბურთელმა, კოულ პალმერმა, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრების თამაშებს უყურებდა და 1/8-ფინალური დაპირისპირებისას, სადაც ინგლისი ტურნირის თანამასპინძელ მექსიკას ეთამაშებოდა, მატჩის ყურების დროს ჩაეძინა.

ამერიკაში მატჩების ჩატარების დრო, ჩემთვის, ცოტა გიჟური იყო. ღამით თამაშების ყურება მიჭირდა, მაგრამ მაინც ვუყურებდი. ხოლო ინგლისისა და მექსიკის მატჩზე, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ჩამეძინა. - განაცხადა პალმერმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე

კოულ პალმერი იმ ფეხბურთელებს შორის იყო, ვინც ტომას ტუხელმა, 2026 წლის მუნდიალზე არ გამოიძახა. 24 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისთვის რიგით პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე განაცხადს მიღმა დარჩენა, მტკივნეული იყო, მაგრამ ეს ფაქტი, დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა ახალი სეზონის წინ.

ბუნებრივია, თუ ვინმე გეუბნება, რომ საკმარისად კარგი არ ხარ იმისათვის, რომ ნაკრების შემადგენლობაში მოხვდე, მაშინ კიდევ უფრო მეტად უნდა ეცადო, რომ შენი შესაძლებლობები დაამტკიცო. - კოულ პალმერი

ინგლისი, ტურნირს, ნახევარფინალიდან, არგენტინასთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. პალმერი კი ახალი სეზონისთვის, ჩელსიში, ხაბი ალონსოს ხელმძღვანელობით ემზადება. "არისტოკრატები" მომდევნო ამხანაგურ მატჩს, ტოტენჰემის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სხვა სტატიები