კოსოვოს თავდამსხმელი: "საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ"
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"საქართველოს წინააღმდეგ უნდა გავიმარჯვოთ. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად გამარჯვება გვაქვს მოპოვებული, მეტოქეს პატივს ვცემთ და ვიცით, რომ რთული მატჩი გველოდება. მეტოქე კარგად გავაანალიზეთ და მოედანზე მატჩის მოსაგებად გავალთ. მართალია, ჩვენ გულშემატკივრები ბევრი გოლის გატანით გავახარეთ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენზე სუსტი მეტოქეები გვყავდა, როგორიცაა მალტა ან სან მარინო. ახლა ჩვენ უფრო რთული მეტოქეები გვყავს და გოლის გატანა ადვილი არ არის. ველოდებით საქართველოს და მხოლოდ გამარჯვების იმედი გვაქვს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა 1:0 მოვიგებთ თუ 2:0, ჩვენ მხოლოდ სამი ქულის მოპოვება გვჭირდება", - თქვა იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი "ლაციოს" 27 წლის ფორვარდმა.საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების დაპირისპირება 12 ოქტომბერს, პრიშტინაში, ფადილ ვოკრის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.