კოსოვოს ნაკრებმა რუმინეთთან შეხვედრა ჩაშალა
ერთა ლიგის ეგიდით გამართული მატჩი, რომელიც ბუქარესტში, რუმინეთსა და კოსოვოს შორის იმართებოდა, ჩაშლილად გამოცხადდა. შეხვედრა უგოლოდ მიმდინარეობდა, 93-ე წუთზე კოსოვოელთა კაპიტნის ამირ რაჰმანისა და მასპინძელთა თავდამსხმელის, დენის ალიბეკის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ამ დროს რუმინელი ფანების შეძახილები გაისმა: 'სერბეთი! სერბეთი!'. მატჩი თავდაპირველად მხოლოდ შეჩერებულად ითვლებოდა, თუმცა კოსოვოელებმა მოედანზე დაბრუნება არ ისურვეს და შეხვედრა ჩაიშალა.
🇷🇴🇷🇸 Kosovo players start chimping out and leave the field before the match ends as Romanian fans start chanting "Serbia, Serbia, Serbia!" pic.twitter.com/2gvH53y8qA
— Daily Romania (@daily_romania) November 15, 2024
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა და 100-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის არაა რუმინეთი.
რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია უეფამ ერთხელ უკვე დააჯარიმა პროსერბული სკანდირებისა და მხარდამჭერების მიერ ბანერის გამოტანის გამო („კოსოვო სერბეთია“) - ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში, იმავე არენაზე. თავის მხრივ, გასულ თვეს დაჯარიმდა (61 000 დოლარი) კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციაც, ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კოსოვოელებს საკუთარ კედლებში, რუმინელებთან წარმოქმნილი ინციდენტები არ აპატია.
ჩაშლილი თამაშის შემდეგ, ასეთ მდგომარეობაში დატოვეს კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელებმა მასპინძელთა გასახდელი: