"როტორში" კორონავირუსის პანდემიაა - ვოლგოგრადულ კლუბში COVID-19 7 ფეხბურთელს დაუდგინდა.
რუსული მედიის ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა შორის არიან ქართველი ფეხბურთელებიც. ტესტმა დადებითი პასუხი ბექა მიქელთაძისა და ნიკა ყიფიანის შემთხვევაში აჩვენა.
საბედნიეროდ, "როტორის" კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი, საბა კვერკველია და ზურიკო დავითაშვილი კორონავირუსით არ დაინფიცირდნენ.
ვოლგოგრადელთა ოფიციალური განცხადების მიხედვით, "როტორის" მომდევნო მატჩი "კრასნოდართან" მაინც ჩატარდება.