Belive

კოპენჰაგენი: დავით ხოჭოლავამ კოჭის ტრავმა მიიღო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანიური "კოპენჰაგენის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა მიიღო.

დანიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 6 აპრილს ქვეყნის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მეორე ლიგის წარმომადგენელ "ველიეს" დაუპირისპირდება, სამატჩო 21 ფეხბურთელით დაკომპლექტებულ სიაში კი 30 წლის ქართველი ფეხბურთელი ვერ მოხვდა. ამის მიზეზი კლუბის ცნობით კოჭის ტრავმაა, რომელიც ფეხბურთელმა ჩემპიონატის 23-ე ტურში, "ნორდსიელანდის" წინააღმდეგ - 2:1 მოგებულ შეხვედრაში მიიღო.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხოჭოლავას მუხლის მენისკის პრობლემა აწუხებდა და ოპერაცია სეზონის ბოლოს უნდა გაეკეთებინა, ახლა კი მას კოჭის ტრავმაც დაემატა.

მიმდინარე სეზონში დავით ხოჭოლავამ ყველა ტურნირზე 27 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები