Belive

კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალი გულშემატკივრების გარეშე?

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა ლიბერტადორესის ფინალს, ბოკა ხუნიორსსა და ფლუმინენსეს შორის, ორივე გუნდის გულშემატკივარი მოუთმენლად ელის, თუმცა შესაძლოა, ფინალი მაყურებლის გარეშე ჩატარდეს. შეხვედრა კვირას, რიო დე ჟანეიროში, ლეგენდარულ მარაკანაზე გაიმართება, ქალაქს ამ მატჩის გამო 100 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვევა, თუმცა CONMEBOL (საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთს და სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს) განიხილავს ვარიანტს, რომ მარაკანა გულშემატკივრებისთვის დაიხუროს. მიზეზი რიოში არსებული არეულობებია, რომლებშიც ბოკასა და ფლუმინენსეს ფანები მონაწილეობდნენ. ხუთშაბათს კოპაკაბანას სანაპიროდან გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ჩხუბობენ გულშემატკივრები.

CONMEBOL მოუწოდებს ბოკა ხუნიორსისა და ფლუმინენსეს გულშემატკივრებს, ერთად გაიზიარონ სიხარულისა და ზეიმის ის მომენტები, რასაც ჩვენ ფეხბურთი გვაძლევს. სპორტს გააჩნია ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტად უნდა ვიზიარებდეთ და ეს ღირებულებები მშვიდობიანი და ჰარმონიული ცხოვრების შთაგონებაა. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობისა და რასიზმის გამოვლინებებს. - ნათქვამია CONMEBOL-ის განცხადებაში

სხვა სტატიები