Belive

კოპა ამერიკას ყველა მონაწილე და ჯგუფები ცნობილია

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2024 წლის კოპა ამერიკა გააერთიანებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას. ეს CONMEBOL-ის კონტინენტური ჩემპიონატის სპეციალური პროექტია და ტურნირს აშშ უმასპინძლებს. ეს დაკავშირებულია იმასთანაც, რომ 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში ერთდროულად ჩატარდება.

წლევანდელ კოპა ამერიკაზე მონაწილეობას, ტრადიციულად, სამხრეთ ამერიკის 10 ქვეყანა და ჩრდილოეთ ამერიკის 6 ქვეყანა სტუმრის სტატუსით მიიღებენ. დღეს ცნობილი გახდა კოპა ამერიკას ბოლო ორი მონაწილე, ესენი არიან კანადისა და კოსტა რიკის ნაკრებები. კანადამ ტრინიდადი და ტობაგო დაამარცხა (2:0), კოსტა რიკამ კი ჰონდურასი (3:1).

ჯგუფები ასე გამოიყურება:

A ჯგუფი: არგენტინა, პერუ, ჩილე, კანადა

B ჯგუფი: მექსიკა, ეკვადორი, ვენესუელა, იამაიკა

C ჯგუფი: აშშ, ურუგვაი, პანამა, ბოლივია

D ჯგუფი: ბრაზილია, კოლუმბია, პარაგვაი, კოსტა რიკა

2024 წლის კოპა ამერიკა 20 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. ტურნირს მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები კანადასთან მატჩით გახსნის. კოპა ამერიკის გადამწყვეტი მატჩი და ევრო 2024-ის ფინალი ერთ დღეს გაიმართება.

სხვა სტატიები