Belive

კოპა ამერიკა 2021 კოლუმბიაში აღარ გაიმართება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოლუმბიას კოპა ამერიკა 2021-ის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა. ამის მიზეზი ქვეყანაში რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური არეულობა გახდა. გარდა ამისა, ქვეყანას კვლავ სერიოზულ პრობლემას უქმნის კორონავირუსი. აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის მოხსენების თანახმად, ამ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში მოგზაურობა უსაფრთო არ არის, რამაც კონმებოლი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე მიიყვანა. Marca-ის თანახმად, კოპა ამერიკას მასპინძლობის უფლება არგენტინას გადაეცემა. ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ცოტა ხანში გამოქვეყნდება. კოლუმბიის მთავრობა ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ქვეყანაში მდგომარეობა სტაბილური იყო. მათი თქმით, ტურნირის უსაფრთხოდ ჩატარებას ისინი უზრუნველყოფდნენ. არგენტინა ლოჯისტიკური საკითხებისა და სტადიონების შესახებ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ავრცელებს. უნდა ითქვას, რომ კორონავირუსი ამ ქვეყანაშიც დიდ პრობლემად რჩება.  

სხვა სტატიები