კონფერენს ლიგა - ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეების რაოდენობა 4-მდე შემცირდა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმი": ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონის სავარაუდო მეტოქეები კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე ასე გამოიყურება: "შკუპი" (ჩრდ. მაკედონია), "ტრე პენე" (სან მარინო), "პარტიზანი" (ალბანეთი), "მარიბორი" (სლოვენია)
"გაგრა": "გაგრა", რომელიც ევროტურნირებზე დავით ყიფიანის სახელობის თასის მოგებით მოხვდა, კონფერენს ლიგაზე შემდეგი გუნდებიდან ერთ-ერთს შეხვდება: "ფეჰერვარი" (უნგრეთი), "სუტიესკა" (მონტენეგრო), "პეტროკუბი" (მოლდოვა), "შიროკი ბრიეგი" (ბოსნია-ჰერცეგოვინა)
"დილა": გორული კლუბი ევროტურნირებს 5 წლიანი პაუზის შემდეგ ხვდება - პოტენციური მეტოქეების სია ასეთია: "ლაჩი" (ალბანეთი), "სარაევო" (ბოსნია-ჰერცეგოვინა), "კუპსი" (ფინეთი), "ზილინა" (სლოვაკეთი).