Belive

კონორ მაკგრეგორმა რონალდუს, სოლსკიაერისა და რეშფორდის შესახებ ისაუბრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ კონორ მაკგრეგორი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. სულ ცოტა ხნის წინ მან საფეხბურთო სამყაროში მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა. კრიშტიანუ რონალდუს შესახებ : "უბრალოდ შეხედეთ თუ რა ქნა მან ბოლო შეხვედრაში, და თან "ატლეტიკოს" წინააღმდეგ რომელსაც ევროპაში საუკეთესო დაცვა ჰყავს - ეს უბრალოდ შთამაგონებელია!" ოლე გუნარ სოლსკიაერის შესახებ : "ოლე გუნარი განსაკუთრებული კაცია, ვფიქრობ მას მუდმივი სამუშაო უნდა მისცენ." მარკუს რეშფორდის შესახებ : "21 წლის რომელსაც არასდროს დაურტყამს პენალტი ... უცებ მთელი სამყარო მის მხრებზეა, რამდენი ნაბიჯი და "პსჟ"-ს კარში გოლი გააქვს. საოცარი ღამე იყო" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ : "მე ზლატანს პატივს ვცემ ... მაგრამ ის ცდილობს რომ ფეხბურთის კონორ მაკგრეგორი იყოს. წარმატებები. "

სხვა სტატიები