კომპანი მუსიალაზე: "აღარ მინდა მასზე დამატებითი ზეწოლა მოვახდინო"
ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ კომპანიმ განაცხადა, რომ ჯამალ მუსიალა შესაძლოა, შალკესთან მატჩის წინ დაბრუნდეს. თუმცა, ბელგიელი სპეციალისტი ამბობს, რომ გერმანელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მასზე დიდ ზეწოლას არ მოახდენს. როგორც ცნობილია, მუსიალას პროგრესი აქვს, მაგრამ კომპანის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, 23 წლის ფეხბურთელი მოედანზე იქამდე არ დააბრუნოს, სანამ ამისთვის სრულ მზადყოფნაში არ იქნება. კომპანიმ განმარტა, რომ შალკესთან შეხვედრაში, მუსიალა შესაძლოა, გუნდის განაცხადში იყოს, მაგრამ, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებს - " არ მინდა მასზე, დამატებითი ზეწოლა მივახდინო". განაცხადა კომპანიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.
მუსიალამ ცნობიერება ოთხი დღის განმავლობაში ორჯერ დაკარგა. ამის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და ექიმების თქმით, მნივნელოვანი პროგრესიც აქვს, მაგრამ რამდენად საკმარისია ეს იმისათვის, რომ ბაიერნის ვარსკვალვი მოედანს დაუბრუნდეს, ეს ჯერ უცნობია. ყოველი შემთხვევისთვის, კომპანის გადაწყევტილება, მუსიალასთან დაკავშირებით არ იჩქაროს, მის ფრთხილ მიდგომასა და ფეხბურთელის ფიზიკურ კონდიციებს უკავშირდება.
ბაიერნისა და შალკეს შეხვედრა ზეგ, 5 სექტემბერს გაიმართება. კომპანიმ უნდა გადაწყვიტოს, შეიყვანს თუ არა ფეხბურთელს განაცხადში, ან მიცემს თუ არა აღდგენისთვის, დამატებით დროს. თუ მუსიალა კვლავ ვერ ითამაშებს, სამედიცნიო შტაბი, მის მდგომარეობას კვლავ ყურადღებით დააკვირდება. საბოლოოდ, კლუბი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მუსიალას მოედანზე დაბრუნების შემთხვევაში, ახლგაზრდა ფეხბურთელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდება.
🚨 𝗡𝗘𝗪: Vincent Kompany refuses to rush Musiala back after his recent collapses.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) September 3, 2026
Bayern are taking a cautious approach to his recovery, with the midfielder gradually building up his training and working with doctors to ensure he is ready for a safe return. pic.twitter.com/uQUYVIxCgF