Belive

კომომ აკადემიაში, მოზარდებისთვის, თავით თამაშის მკაცრი შეზღუდვა შემოიღო

3 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიურმა კომომ აკადემიაში რადიკალური რეფორმა წამოიწყო, რომელიც მოზარდ ფეხბურთელებში თავით თამაშის მკაცრ შეზღუდვასა და აკრძალვას ითვალისწინებს.

კლუბი ყველაზე პატარა ასაკობრივი ჯგუფებიდან თავით თამაშს სრულად ამოიღებს, ხოლო ფეხბურთელების ასაკის მატებასთან ერთად, ამ ელემენტს ეტაპობრივად და მკაცრი ლიმიტებით დააბრუნებს. ამასთან, მწვრთნელებს დაევალათ, მატჩების მიმდინარეობისას თუ ვარჯიშებზე მაქსიმალურად აარიდონ ბავშვები ბურთის თავით განმეორებით დარტყმებს.

კომოს განათლების საბჭოს წევრმა, რაფაელ ვარანმა აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები „ბავშვების დასაცავად“ შეიქმნა, რათა მათ ეს უნარი „სწორად და ნაბიჯ-ნაბიჯ“ აითვისონ.

კომო ერთ-ერთი პირველი კლუბი გახდა, რომელმაც თავის აკადემიაში თავით თამაში აკრძალა - ეს არის პრეცედენტული ნაბიჯი ახალგაზრდა სპორტსმენების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისკენ.

ახალი რეგულაციები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

  • U10 (10 წლამდე): თავით თამაში სრულად აკრძალულია. აუტების ნაცვლად ბურთი თამაშში ფეხით შედის, ხოლო კუთხურები მხოლოდ დაბალი გადაცემით გათამაშდება.

  • U11 (11 წლამდე): აკრძალვა ძალაში რჩება. ტექნიკის დამუშავება მცირე დოზით მხოლოდ სეზონის მიწურულს, სპეციალური მსუბუქი ბურთებით იქნება დაშვებული.

  • U12 (12 წლამდე): თვეში მაქსიმუმ ერთი ვარჯიში თავით თამაშზე - არაუმეტეს 5 დარტყმისა.

  • U13 (13 წლამდე): თავით თამაში დაშვებულია მხოლოდ კვირაში ერთხელ ვარჯიშზე (მაქსიმუმ 5 დარტყმა), თუმცა ოფიციალურ მატჩებში ისევ მკაცრად აკრძალულია.