ფრანგული მედია კინგსლი კომანის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, "მამლების" ფეხბურთელმა შვეიცარიასთან მატჩში დიდიე დეშამს მოედნიდან გაყვანაზე უარი უთხრა და ამისთვის არგუმენტიც ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალში შვეციარიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა, მატჩის ძირითადი დრო კი 3:3 დამთავრდა.
რაც შეეხება კომანს, მან პირველ ექსტრატაიმში ტრავმა მიიღო და შესაბამისად, ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა 25 წლის ვინგერის მოედნიდან გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. კინგსლიმ შეცვლაზე უარი განაცხადა, რადგან სურდა შეეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება, რომ თითქოს ის მუდმივად ტრავმირებულია.
მიუხედავად კომანის პოზიციისა, დეშამმა ფეხბურთელი მაინც შეცვალა და 111-ე წუთზე თამაშში მარკუს ტურამი ჩართო.