Belive

კლუბები შეთანხმდნენ: დუშან ვლაჰოვიჩი იტალიურ გრანდს შეუერთდება

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევროპული მედიის ინფორმაციით, "ფიორენტინას" თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი მალ ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდება. როგორც ირკვევა, "ბებერმა ქალბატონმა" სერბი ფორვარდის გადაბირებისთვის ბრძოლაში ლონდონის "არსენალი" დაამარცხა და ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება. "იები" გუნდის ლიდერის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს მიიღებენ. მან 2021 წლის ზაფხულში "ფიორეს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად გახდომაზე უარი უთხრა, მოქმედი ხელშეკრულება კი 2023 წლის 30 ივნისს იწურება. იტალიური მედიის ცნობით, კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ახლა მხოლოდ ფეხბურთელსა და "ბიანკონერის" შორის პირადი კონტრაქტია შესათანხმებელი.

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "არსენალი" მზად იყო გადაეხადა "ფიორენტინასთვისვლაოვიჩის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაეხადა, თავად ფეხბურთელს ლონდონში გადასვლა არ სურდა და იტალიაში დარჩენას ამჯობინებდა, სადაც "იუვენტუსი" მისი სურვილების სიის სათავეში გახლდათ. იმ შემთხვევაშუი, თუ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, მაშინ კლუბი ესპანელ თავდამსხმელს, ალვარო მორატას იჯარის წესით წასვლაზე მწვანე შუქს აუნთებს და უდიდესი ალბათობით, მადრიდის "რეალის" და "ატლეტიკოს" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფორვარდი "ბარსელონას" შეუერთდება. ვლაჰოვიჩი, რომელიც სერბული ბელგრადის "პარტიზანის" აღზრდილია, "ფიორენტინაში" 2018 წლის პირველი ივლისის შემდეგ ირიცხება და მას შემდეგ, ფლორენციული გუნდის მაისურით 108 შეხვედრაში 49 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პაი გააკეთა. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელს ყველა ტურნირზე 20 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს, იგი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა სტატიები