Belive

"კლოუნივით იქცეოდა" - ნეიმარი მორიგ სკანდალში გაეხვა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნეიმარი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. 34 წლის ფეხბურთელი, მას შემდეგ, რაც სანტოსი ბრაზილიის თასის 1/4-ფინალში გავიდა, ბრაზილიურ კლუბ რემოს ხელმძღვანელობასთან, სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო.

სანტოსმა მეტოქეს 1:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ნეიმარმა ამ გოლში მონაწილოება მიიღო და თანაგუნდელ რონის საგოლე გადაცემა გაუკეთა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის წარმომადგენლებთან იკამათა და პროვოკაციულ ჟესტებსაც მიმართა. რემოს პრეზიდენტმა, ანტონიო კარლოს ტეიშეირამ, ფეხბურთელის ქმედებების გამო, აღშფოთება გამოხატა და მას უსაქმური უწოდა.

მრჩება განცდა, რომ უსამართლოდ მოგვექცნენ. სანტოსს ეს არ სჭირდება. ნეიმარი კი, რომელიც ბევრი ადამიანისთვის კერპია, კლოუნივით იქცეოდა და პროვოკატორობდა. მხოლოდ საკუთარ თავებს უნდა დავაბრალოთ, რომ მსგავს ფეხბურთელებს ვაღმერთებთ. - ანტონიო კარლოს ტეიშეირა

ნეიმარს მატჩის დასრულების შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდნენ. ბრაზილიელმა კი, მოგვიანებით, ამ ყველაფერს, ირონიულად უპასუხა. ფეხბურთელმა, ამ ინციდენტის შემდეგ, თავის ინსტაგრამ სთორიში დაწერა - "მადლობა მხარდაჭერისთვის, მისია შესრულებულია".

ნეიმარს, მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრაზილიელთა რიგებში, საკმაოდ მწირი სათამაშო დრო ჰქონდა. მას შემდეგ კი რაც სელესაო 1/8-ფინალში ნორვეგიასთან დამარცხდა, 34 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, ბოლო პერიოდში კი მან საკლუბო კარიერის დასრულებასა და ფეხბურთიდან წასვლაზეც ისაუბრა.

სხვა სტატიები