კლოპს არნე სლოტი შეცვლის?! - ლივერპულმა ნიდერლანდელზე ნადირობა დაიწყო
"ლივერპულმა" არნე სლოტთან კონტრაქტის დეტალები პრაქტიკულად შეათანხმა. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული ბრიტანული სპორტული გამოცემები ავრცელებენ.
წყაროების მტკიცებით, "ლივერპულის" წარმოამდგენლები 45 წლის ნიდერლანდელ მწვრთნელს რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტზე უკვე შეუთანხმდნენ.
🚨 Liverpool and Feyenoord are currently in good and constructive discussions about compensation fee for Arne Slot.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 24, 2024
As mentioned earlier, there’s no release clause but clubs in talks to agree on fee.
Despite initial bid not accepted, discussions remain ongoing with confidence. pic.twitter.com/C7drClgcHo
არნე სლოტი 2021 წლიდან "ფეიენოორდის" მთავარი მწვრთნელია და მის ხელში როტერდამულმა კლუბმა ერედივიზიონი და ნიდერლანდების თასი მოიგო.
45 წლის თავკაცობით "ფეიენოორდმა" 144 მატჩი ჩაატარა, სადაც 93-ჯერ გაიმარჯვა, 27-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 24-ჯერ დამარცხდა.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 45 წლის ნიდერლანდელმა მწვრთნელმა უკვე დაადასტურა, რომ მისთვის "ფეიენოორდში" ბოლო სეზონია და სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
აქამდე არსებული ინფორმაციით, ლისაბონის „სპორტინგის“ 39 წლის დამრიგებელი ამორიმი ინგლისელთა მთავარი პრიორიტეტი იყო, თუმცა მასთან კონტრაქტის გარკვეულ დეტალებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ მოქმედი მწვრთნელი იურგენ კლოპი დაკავებულ თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.