Belive

კლოპი | ტრენტის კრიტიკოსებს საკადრის პასუხს გავცემ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის საჩემპიონო ბატალიები გადამწყვეტ ფაზაში შედის. იანვრის თვეში "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" 13-ქულიანი უპირატესობით უსწრებდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჩემპიონის ბედი გადაწყვეტილია, თუმცა 29-ტურის შემდეგ, გრანდებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულას შეადგენს. მერსისაიდული გრანდის განაპირა მცველი - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი მორიგ ბრწყინვალე სეზონს ატარებს. არნოლდის ანგარიშზე 2 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა, რითიც პრემიერლიგის მცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ბრწყინვალე სტატისტიკის მიუხედავად, ალექსანდერ-არნოლდს მწვავედ აკრიტიკებენ. კრიტიკოსების მტკიცებით, ინგლისელის დაცვითი შესაძლებლობები არც ისე სახარბიელოა. "ლივერპულის" განაპირა მცველის კრიტიკამ იურგენ კლოპის ყურამდეც მიაღწია. გერმანელი სპეციალისტი კრიტიკოსებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნებისმიერს, რომელიც იტყვის, რომ ტრენტს დაცვაში თამაში არ შეუძლია მასთან ექნება საქმე.

 
View this post on Instagram
 

A post shared by 433 (@433)

სხვა სტატიები