Belive

კლოპი: "პეპს და ფეხბურთელებს თანავუგრძნობ, მათ არაფერი დაუშავებიათ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან ორწლიან დისკვალიფიკაციას "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლას ეხმაურება. "ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ამ ამბის გაგება. ამ მომენტში წარმოვიდგინე რამდენად რთულია ეს მათთვის. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს მომავალში. ის რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ "მანჩესტერ სიტი" პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით გასაოცარ ფეხბურთს თამაშობს. ყოველთვის მომწონდა, რასაც ეს გუნდი აკეთებდა. ძალიან კარგად მესმის და თანავუგრძნობ პეპს და ფეხბურთელებს, მათ ცუდი არაფერი გაუკეთებიათ, უბრალოდ გასაოცრად კარგი ფეხბურთი ითამაშეს. პეპი ლიგას გაუმჯობესებაში დაეხმარა",-თქვა გერმანელმა. პრემიერლიგის ლიდერი და ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი ერთმანეთს 4 აპრილს დაუპირისპირდებიან.    

სხვა სტატიები