Belive

კლოპი: ,,არ შეიძლება, რომ ვან დაიკს ევროპის ჩემპიონატზე თამაში აიძულონ''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ვირჯილ ვან დაიკის ტრავმაზე ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის თქმით, მცველმა ევროპის ჩემპიონატზე არ უნდა ითამაშოს:
,,ვირჯილს მუხლის ტრავმა აქვს. მისი შეკავება არ მინდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე თამაში არ უნდა აიძულონ. მოდით, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. ამ სპორტში ყვლანი საკმარისად დიდი ხანია ვართ და ვიცით, რომ თუ ასეთ ტურნირზე თამაში გსურს, ვარჯიში უფრო ადრე უნდა დაიწყო. არ შეიძლება 10-11 თვის შემდეგ, 1 კვირა ივარჯიშო და მოედანზე გახვიდე. ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. ვან დაიკს არავინ აკავებს, ამას ყველა ნიდერლანდელს ვპირდები, მაგრამ მას ვერც ვერაფერს ვაიძულებთ. საუბარია ფეხბურთელსა და მის კარიერაზე. ვირჯილი ცდილობს, რომ სასურველ ფორმას რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. ახლა ზუსტად არ ვიცით, როდის მოიშუშებს ტრავმას. ნებისმიერ შემთხვევაში მან გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს,'' - კლოპის სიტყვებს ლივერპულის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ვან დაიკმა ბოლოს 2020 წლის 17 ოქტომბერს, ,,ევერტონის'' წინააღმდეგ ითამაშა და მძიმე ტრავმა მიიღო. ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში უკრაინასთან, ავსტრიასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები