Belive

კლოპი: ,,2:0 ის ანგარიშია, რომელიც ფეხბურთში ყველაზე ხშირად ტრიალდება''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ,,ინტერთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ინტერი მართლაც ძალიან კარგი გუნდია, ისინი ინგლისში ტურისტებად არ ჩამოდიან. მათი სურვილი შეტევა იქნება და ვნახოთ, როგორ დასრულდება შეხვედრა. 2:0 ის ანგარიშია, რომელიც ფეხბურთში ყველაზე ხშირად ტრიალდება. თუ ფიქრობ, რომ რომელიმე თამაშში დასვენების საშუალება გექნება, მაშინ უვკე არასწორ გზაზე ხარ... პირველი მატჩის შედეგი იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ველოდი. ნამდვილად რთული შეხვედრა გამოვიდა. წილისყრის შემდეგ, ყველამ ვიცოდით, რომ ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა. ჩემთვის ეს ნორმალურია, არც კი მახსოვს, როდის გაგვიმართლა წილისყრაში,'' - კლოპის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,ლივერპული'' ,,ინტერს'' უმასპინძლებს. პირველი მატჩი იურგენ კლოპის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

სხვა სტატიები