Belive

კლაუდიო რანიერის დასაფასებელი საქციელი

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია B-ს პლეი-ოფის ფინალის საპასუხო შეხვედრაში, "ბარისა" და "კალიარის" დაპირისპირება შედგა. სტუმრად ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ბარიში გამართულ პრინციპულ მატჩში, მასპინძლებს უგოლო ფრეც აძლევდათ ხელს, რათა ელიტაში აღზევებულიყვნენ.

92-ე წუთისთვის "ბარის" სასარგებლო ანგარიში ფიქსირდებოდა (0:0), თუმცა, 94-ე წუთზე, ლეონარდო პავოლეტიმ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და "კალიარიმ" 0:1 გაიმარჯვა, რის შედეგადაც სერია A-ში სარდინიული კლუბი აღზევდა.

კლაუდიო რანიერიმ, რომელმაც რთულ მდგომარეობაში მყოფი "კალიარი" ჩაიბარა და ელიტაში დაწინაურებაში დაეხმარა, მატჩის შემდეგ ემოციების შეკავება ვერ შეძლო და ატირდა, მაგრამ ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, რითიც ვეტერანმა იტალიელმა სპეციალისტმა გულშემატკივარს თავი დაამახსოვრა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "კალიარის" ფანები ადგილობრივი გულშემატკივრების გაღიზიანებას ცდილობდნენ და სკანდირებდნენ: "ბარი სერია B-ში, ბარი სერია B-ში". რანიერიმ ფანებს მეტოქის შეურაცხყოფის შეწყვეტა და მეტი პატივისცემის გამოჩენა მოსთხოვა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს თუ როგორ მოუწოდებს 71 წლის იტალიელი სპეციალისტი "კალიარის" ფანებს პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ.

სხვა სტატიები