ოთარ კიტეიშვილის მორიგი გოლი და გამარჯვება დერბიში
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში "გრაცერმა" საკუთარ მოედანზე "შტურმი" მიიღო და 1:2 დამარცხდა. გრაცული დერბის გადამწყვეტი ფაქტორი ისევ ოთარ კიტეიშვილი აღმოჩნდა. ქართველმა ანგარიში 86-ე წუთზე გაათანაბრა და თამაშის შემოტრიალებას სათავე დაუდო.
10 კაცით დარჩენილ გრაცერს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, შტურმმა კიდევ გაუტანა და თამაშიც მოიგო. ოთარ კიტეიშვილმა, მიმდინარე სეზონში, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. აქედან 8 გოლი ბუნდესლიგაზე მოდის, ხოლო ერთხელ ქართველმა ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა თავი.
შტურმსა და "აუსტრიას" 43-43 ქულა აქვთ და ავსტრიის ბუნდესლიგის ცხრილის პირველ ადგილს იყოფენ.