Belive

კილიან მბაპემ რეალთან მატჩამდე ტრავმა მიიღო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, დღევანდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი თანაგუნდელთან შეჯახების შედეგად დაშავდა და სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა კილიანი ოთხშაბათს ,,რეალთან'' თამაშს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ,,პსჟ-სა'' და ,,რეალს'' შორის პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს სწორედ 23 წლის შემტევმა გაიტანა. მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 24 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.


სხვა სტატიები