Belive

კილიან მბაპე რეალს ამერიკულ ტურნეში არ გაჰყვება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონები 28 ივლისს აშშ-ში ტურნეს ფარგლებში მიემგზავრებიან. "რეალი" ამხანაგურ მატჩებს "მილანის", "ბარსელონასა" და "ჩელსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. The Athletic-ის ცნობით, მათი უახლესი შენაძენი, კილიან მბაპე გუნდს ამერიკაში არ გაჰყვება და ვარჯიშს გუნდის მადრიდში დაბრუნების შემდეგ, 7 აგვისტოს დაიწყებს.

მბაპემ საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ჯერ დასვენების საშუალება არ მისცემია. მბაპემ, კარლო ანჩელოტიმ და მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფრანგი ფორვარდის შვებულება ახლა დაიწყოს და მინდორს აგვისტოს პირველი კვირის შემდეგ დაუბრუნდეს. უნდა ითქვას, რომ მბაპე რეალის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე იყო თანახმა - "თუ გუნდს უნდა რომ მათთან ერთად ვიყო, ვიქნები" - ამბობდა მბაპე.

რეალს სურს მბაპეს დებიუტი ევროპის სუპერთასის ფინალში, "ატალანტასთან" შედგეს, რომელიც 14 აგვისტოს ვარშავაში გაიმართება.

სხვა სტატიები