Belive

კიელინიმ კარიერის ყველაზე მტკივნეული მარცხი გაიხსენა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის ,,იუვენტუსის'' ყოფილმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, კარიერის ყველაზე მტკივნეული მარცხი დაასახელა:

,,2015 წელს ბარსელონას წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ ვითამაშე, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია.

ტრავმა მატჩამდე 5 დღით ადრე მივიღე, არადა, მთელი სეზონის განმავლობაში, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. თუმცა, ბოლოს დაღლილობამ თავი მაინც იჩინა.'' - ჯორჯო კიელინი

ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონის ფინალურ მატჩში კატალონიის ,,ბარსელონამ'' ტურინის ,,იუვენტუსი'' 3:1 დაამარცხა.

ამავე სეზონში ჯორჯო კიელინიმ ,,ბებერი ქალბატონების'' მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

2015 წელს ტურინულმა კლუბმა სერია A, კოპა იტალია და იტალიის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები