Belive

კიდევ ერთი მალდინი მილანში? დანიელე მალდინის კონტრაქტს სთავაზობენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედიის თანახმად, "მილანს" ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილთან, დანიელე მარტინისთან პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება სურს. ცნობილია, რომ გასულ 4 მატჩში დანიელ მარტინიმ 4 გოლის გატანა შეძლო და მან "მილანის" ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო. 17 წლის დანიელე მალდინი "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. თავად პაოლო მალდინი კი გუნდში სტრატეგიული განვითარების დირექტორის პოზიციას იკავებს. თუკი 17 წლის დანიელი ძირითად გუნდში მოხვდება, მაშინ "მილანში" მალდინების დინასტია მართლაც გამოსარჩევი იქნება - მისი ბაბუა, ჩეზარე მალდინი "მილანის" რიგებს 1954 წელს შეუერთდა და 12 სეზონის განმავლობაში 4 სერია ა-ს და 1 ევროპის თასის მოგება შეძლო. ჩეზარე მალდინი, ისევე როგორც პაოლო მალდინი, მცველი იყო - განსხვავებით დანიელ მარტინისგან, რომლის ფუნქცია არა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, არამედ მეტოქის მცველების დატერორება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ დანიელ მარტინის ძმა, კრისტიანი, იტალიური "პიაჩენცას" რიგებს იცავს. გასაკვირი არცაა, რომ 22 წლის ფეხბურთელი დაცვის ცენტრში თამაშობს, თუმცა იგი დანიელივით პერსპექტიულ ფეხბურთელად არ განიხილება - მისი სატრანსფერო ღირებულება სულ რაღაც €75 000-ს შეადგენს.

სხვა სტატიები