არჩევნების მოახლოებასთან ერთად, "ბარსელონას" პრეზიდენტობისთვის მებრძოლ კანდიდატთა სია კვლავ მცირდება.
რამდენიმე დღის წინ, კატალონიური გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 4 კანდიდატი დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთმა მონაწილეობის მიღება გადაიფიქრა.
Sport.es–ის ცნობით, ემილი რუსომ კანდიდატურა მოხსნა. მან შეაგროვა ხელმოწერების საჭირო რაოდენობა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი საეჭვო აღმოჩნდა. სიმართლის დასადგენად ჩატარდა შემოწმება. რუსო არ დაელოდა პროცესის დასრულებას და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა შედეგები მეორე დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო.
ცოტა ხნით ადრე, "ბლაუგრანას" პრეზიდენტობისთვის ბრძოლა აუგუსტიბენედიტომაც იუარა. ამრიგად, "ბარსას" ხელმძღვანელობის მხოლოდ სამი კანდიდატი რჩება: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა.
2020 წლის შემოდგომაზე ხოსეპ მარია ბართომეუმ "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტი მას მერე დატოვა, რაც იგი ბოლო წლების წარუმატებელი შედეგების და გუნდის კაპიტნის ლიონელ მესის მიერ კლუბიდან წასვლის სურვილის გამოთქმის შემდეგ მასობრივი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა.