საქართველოს ნაკრების ლიდერი - ხვიჩა კვარაცხელია, იტალიის სერია A-ს მეორე ტურის შეხვედრაში, “მონცას” წინააღმდეგ “ნაპოლის” ძირითად შემადგენლობაშია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხვიჩა პირველად ითამაშებს "ნაპოლის" საშინაო არენაზე, რომელიც დიეგო არმანდო მარადონას სახელს ატარებს.
შეხვედრა თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველი ტურის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.