Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "ჩემი საკითხი ნაკრების მატჩების შემდეგ გადაწყდება" 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მისი კარიერული მომავლის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"ასე გადაწყვეტილი არაფერია. მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ ახლა ამის შესახებ არ შემიძლია რამე ვთქვა. ამჟამად საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის ვემზადებით, მე ამ მატჩებზე ვფიქრობ და ალბათ, ჩემი საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება. ამაზე ლაპარაკის უფლებაც არ მაქვს და სწორიც არ იქნება. მაგრამ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი მოლაპარაკება იყო.  ტრავმა კარგად მოვიშუშე, ნაკრების მატჩებისთვის ვემზადები და ვნახოთ, მთავარი მწვრთნელი რას იტყვის. ვიქნები თუ არა ამ მატჩებში სათამაშოდ მზად, ვილი სანიოლი გადაწყვეტს", - თქვა 20 წლის ფეხბურთელმა.
რუსეთში დასრულებულ საკლუბო სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ეროვნულ გუნდს კი მიმდინარე წელს გამართულ სამ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა. წყარო: საქართველოს პირველი არხი. ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

სხვა სტატიები