Belive

ხულიან ალვარესის უნიკალური მიღწევა არგენტინელ ფეხბურთელებს შორის

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' 23 წლის თავდამსხმელი, ხულიან ალვარესი, გახდა პირველი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც კოპა ლიბერტადორესის, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო.

სამხრეთ ამერიკელებს შორის აქამდე მსგავსი მიღწევა მხოლოდ 4 ფეხბურთელს - დიდას, როკე ჟუნიორს, კაფუსა და რონალდინიოს ჰქონდათ.

ალვარესმა კოპა ლიბერტადორესი 2018 წელს ,,რივერ პლეიტთან'' ერთად მოიგო, მსოფლიო ჩემპიონობა გასული წლის დეკემბერში იზეიმა, ჩემპიონთა ლიგის მფლობელი კი გუშინ გახდა.

სხვა სტატიები