ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა. "რეალ მადრიდი" შინ "შახტართან" 2:3 დამარცხდა.
უკრაინელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ. ქართველ მცველს ზიდანის გუნდის წინააღმდეგ უშეცდომო თამაში ჰქონდა.
SofaScore-ის მიხედვით, ხოჭოლავა 6.6 ქულით შეფასდა. დავითმა 38 გადაცემა 90.5%-იანი სიზუსტით გააკეთა, ხოლო "რეალის" შეტევების დროს ბურთი 10-ჯერ მოიგერია. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 3-დან 3 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი ერთხელ ჩაჭრა და მადრიდელთა 1 დარტყმა დაბლოკა.