Belive

ხოსე ლუის ჩილავერტი პარაგვაის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარაგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე, ხოსე ლუის ჩილავერტი, პარაგვაის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს:

,,უკეთესი პარაგვაის ასაშენებლად, გადავწყვიტე, პრეზიდენტობისთვის ჩემი კანდიდატურა ოფიციალურად წამოვაყენო, რათა ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ იამაყოს საკუთარი ქვეყნით,'' - დაწერა ჩილავერტმა სოციალურ ქსელში.
ჩილავერტი კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს ბინძური უწოდა. პარაგვაის ამჟამინდელი პრეზიდენტი მარიო აბდო ბენიტესია, რომელიც პოსტს 2018 წლიდან იკავებს. ჩილავერტს დიდი ხნის განმავლობაში მეკარეებს შორის ყველაზე მეტი გოლი (67) ჰქონდა გატანილი, 2006 წელს კი მისი რეკორდი როჟერიო სენიმ გააუმჯობესა. პარაგვაელმა საფეხბურთო კარიერა 2005 წელს დაასრულა.