ხორვატიამ Nike-ის 26-წლიანი ეპოქის შემდეგ Adidas-ის ფორმები წარადგინა
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ, Adidas-თან თანამშრომლობით შექმნილი სადებიუტო ფორმები ოფიციალურად გამოაქვეყნა. საშინაო მაისური ტრადიციულ წითელ-თეთრ უჯრედოვან დიზაინს ინარჩუნებს, რომელშიც უძველესი გლაგოლიტური დამწერლობის ელემენტებია ინტეგრირებული (იგივე გლაგოლიცა, არის ყველაზე ძველი ცნობილი სლავური ანბანი. იგი IX საუკუნეში შექმნეს ბიზანტიელმა მისიონერებმა, ძმებმა წმინდა კირილემ და მეთოდემ, ბიბლიისა და სხვა საეკლესიო ტექსტების სლავურ ენაზე სათარგმნად). საყელოს კი წარწერა „HRVATSKA“ (ხორვატია) ამშვენებს.
რაც შეეხება გასვლით ფორმას, ის მუქ ლურჯ ფერშია შესრულებული და ხორვატული ხელსაქმისა და ქსოვის ტრადიციებით შთაგონებული ორნამენტებითაა გაფორმებული. დიზაინს წითელი აქცენტები და ჰაერგამტარი ბადისებრი სტრუქტურა სძენს დასრულებულ იერს.
ხორვატიის ფეხბურთის კავშირის (HNS) პრეზიდენტმა, მარიან კუსტიჩმა აღნიშნა, რომ ახალი ფორმები ეროვნული სიამაყისა და გლობალური მიმზიდველობის იდეალური სინთეზია. ეკიპირების დებიუტი უეფას ერთა ლიგის უახლოეს მატჩებში შედგება, ხორვატები 26 წლის განმავლობაში იცვამდნენ Nike-ს მიერ შექმნილ ფორმებს.
🟥R⬜️E🟥A⬜️D🟥Y⬜️
— adidas Football (@adidasfootball) September 15, 2026
introducing the new Croatia home and away kits. available now. 🔗 pic.twitter.com/GxKwgSzsEw