ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემსა" და "ბარსელონას" შორის გამართულ მატჩში იშვიათი ფაქტი დაფიქსირდა - კატალონიური გუნდის მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ, 3 საგოლე პასი გააკეთა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ფილიპ ლამს აქვს გაკეთებული.
ფილიპ ლამმა 3 საგოლე პასის გაკეთება "ლილის" წინააღმდეგ 2012 წელს შეძლო - მაშინ მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანგული გუნდი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის II ტურში "ბარსელონამ" ლონდონში გამართულ მატჩში "ტოტენჰემი" ანგარიშით 2:4 დაამარცხა.