Belive

ხეტაფეს შემადგენლობაში საბა საზონოვის დებიუტი შედგა

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საბა საზონოვმა ხეტაფეს მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარა. ქართველი მცველი მონაკოსთან ამხანაგურ მატჩში მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჩაერთო.

შეხვედრა მონაკოს გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა - ერთადერთი გოლი პარის ბრუნერმა გაიტანა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.

საბას ბოლოს ნათამაშები გასული წლის 14 ივნისს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ჰქონდა, მას შემდეგ 24 წლის მცველი მოედანზე პირველად სწორედ გუშინ გამოვიდა.

საზონოვი, რომელიც 2023 წლიდან ტორინოს საკუთრება იყო, ხეტაფეში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ბორდალასის გუნდი მომავალ მატჩს ხვალ, ლონდონში, ტოტენჰემის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები