Belive

ხელფასები არ იქნება! - ფეხბურთელების პრობლემა იტალიაში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას ინფორმაციით, სერია A-ს და სერია B-ს კლუბებს კორონავირუსით გამოწვეული პაუზის პერიოდში, ფეხბურთელებისთვის ხელფასის გადახდა არ სურთ. ქვეყნის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანება ამ იდეის წინააღმდეგია და ინიციატორებს მოუწოდონ ყველა მოთმაშეს კუთვნილი ანაზღაურება არგუნონ. ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდება იტალიის ჩემპიონატი. ხსენებული ორგანიზაციის პრეზიდენტმა დამიანო ტომასიმ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მაისამდე ყველა საფეხბურთო აქტივობა დაუშვებელი იქნება. COVID-19 მსოფლიოში ჩინეთიდან, 2019 წლის ბოლოს გავრცელდა და უკვე 7 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სხვა სტატიები