ხელახალი ტესტირების შემდეგ, პოგბა დოპინგზე კვლავ ჩავარდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბა დოპინგ სკანდალში გაეხვა. ფრანგი ფეხბურთელი "უდინეზეს" მატჩის შემდეგ, შესამოწმებლად შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. ტესტმა პოლის სხეულში მომატებული ტესტოსტერონის დოზა აჩვენა. სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის გამო "იუვენტუსის" ნახევარმცველს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
პოგბამ განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთიერება მის ორგანიზმში შემთხვევით მოხდა. რამდენიმე საათის წინ, ფრანგ ფეხბურთელს ხელახალი ტესტი ჩაუტარეს, სადაც პასუხი კვლავ დადებითი იყო.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ "იუვენტუსი" მასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. მას შემდეგ, რაც პოლი "იუვენტუსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდება, ფრანგის კარიერა არც ისე სახარბიელოდ ვითარდება. მძიმე ტრავმებს თან აღნიშნული ინციდენტიც დაერთო.