ხავიმ ბარსელონას სტადიონზე შამანი მიიყვანა და რიტუალი ჩაატარებინა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საინფორმაციო სააგენტოს ABC-ისა და ჟურნალისტ სალვადორ სოსტრესის ცნობით, ხავიმ "ბარსელონაში" მწვრთნელობის დროს საკმაოდ უცნაურ ხერხს მიმართა, რათა გუნდს კარგად ეთამაშა.
სოსტრესის თქმით, ესპანელი მწვრთნელი ცდილობდა კამპ ნოუ ბოროტი სულებისგან და უარყოფითი ენერგიისგან დაეცალა, ამისთვის ხავიმ მოედანზე შამანი მიიყვანა იმ დროს, როცა ეგონა, რომ სტადიონზე არავინ იმყოფებოდა. კამპ ნოუს უსაფრთხოების თანამშრომლებმა ბარსელონას პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას აცნობეს ხავის რიტუალის შესახებ. ახალი მეთოდები ლაპორტას 'აბსოლუტურ სისულელედ' მოეჩვენა, თუმცა არჩია, რომ ისედაც არეული ურთიერთობა კიდევ უფრო არ დაემძიმებინა.
ხავი ბარსელონას 2021 წლის ნოემბრიდან 2024 წლის მაისამდე ხელმძღვანელობდა, ამ დროის განმავლობაში გუნდმა ლა ლიგის ტიტული და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.