Belive

ხავი: "პსჟ ფავორიტია, ბოლო-ბოლო მათ უსმან დემბელე ჰყავთ..."

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,პსჟ''-სთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღიარა, რომ "პსჟ" მცირედით ფავორიტი იქნება.

"პსჟ კარგი და დალაგებული გუნდია. მათ კარგი მთავარი მწვრთნელიც ჰყავთ, რომელთან ერთადაც მე არაერთხელ მიმუშავია.

ვფიქრობ, მოედნის მცირე უპირატესობა ექნებათ ფრანგებს და ამ წყვილშიც ფავორიტები იქნებიან, თუმცა ჩემი ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვოთ.

პსჟ-ს ფავორიტობას კიდევ ერთი ფაქტი ემატება, რომ მათ ჰყავთ უსმან დემბელე, ფეხბურთელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია, ვისთან ერთადაც მიმუშავია.

დემბელე კარგი ფეხბურთელია, ჩვენ მისი შენარჩუნება ვცადეთ, თუმცა მან პირადად განმიცხადა, რომ კლუბიდან წასვლა სურდა. როგორც კი "პსჟ"-ს შევხვდით, მე მას მივწერე, რომ პარიზში შევხვდებოდით. ვნახოთ რა იქნება..." - ხავი

"პსჟ" - "ბარსელონას" დაპირისპირება 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, საპასუხო მატჩი კი ბარსელონაში 16 აპრილს შედგება.

სხვა სტატიები