ხავი: "პროექტი ჯერ არ დასრულებულა, ვრჩები, რომ გავიმარჯვო"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, გუნდში შემდეგ სეზონში დარჩენაც გადაწყვიტა და შეცვლილი გადაწყვეტილების მიზეზები მედიასთან საუბრისას განმარტა.
"ამ სამი თვის განმავლობაში (ჩემს მიერ გუნდის დატოვების გადაწყვეტილების გამოცხადებიდან), მე შევნიშნე პრეზიდენტის (ჟოან ლაპორტას), დირექტორთა საბჭოს და სპორტული დირექტორის (დეკუს) მხარდაჭერა. მოთამაშეების და გულშემატკივრების მხარდაჭერა, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან და სტადიონს ავსებენ ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემი გადაწყვეტილების შესაცვლელად.
ამ სეზონში ალბათ ვერცერთ ტიტულს მოვიგებთ, მაგრამ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც უნდა გავაგრძელოთ და ვიშრომოთ. ვგრძნობ, რომ გვაქვს საამისო შესაძლებლობა, ენერგია და მოტივაცია.
იანვარში სხვაგვარად ვფიქრობდი, ახლა კი მგონია, რომ დარჩენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს სტაბილურობას მოიტანს და ბედნიერი ვარ, რომ ვრჩები.
ბევრმა რამემ მაჩვენა, რომ ეს პროექტი არ დასრულებულა. იმისთვის ვრჩები, რომ გავიმარჯვო. გამოვასწორებთ წვრილმან დეტალებს, რომლებიც წელს ძვირად დაგვიჯდა და გვჯერა, რომ მომავალ სეზონში უფრო ახლოს ვიქნებით ჩვენს მიზნებთან", - თქვა კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა.
"ბარსელონას" ლა ლიგაში 32 ტურის შემდეგ მეორე ადგილი უკავია და ლიდერ მადრიდის "რეალს" 11 ქულით ჩამორჩება, ხოლო შემდეგ მატჩს გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიასთან" 29 აპრილს, საშინაო კედლებში გამართავს.