Belive

ხავი: "კუბო მსოფლიო დონის ფეხბურთელია"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ, ტაკეფუსა კუბო შეაქო. კატალონიელთა თავკაცის თქმით, იაპონელი ფეხბურთელი მსოფლიო დონის მოთამაშეა.

მენდეთ, კუბო მსოფლიო დონის მოთამაშეა. ბურთით და ბურთის გარეშე ის უმაღლეს დონეზე თამაშობს. მას ასისტებთან ერთად გოლის გატანაც შეუძლია. მისი დრო "ლა მასიაში"? ამ დროს მე კლუბში არ ვყოფილვარ, მაგრამ ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდები. - განაცხადა ხავიმ

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო ტურში სწორედ სოსიედადთან ითამაშა. მასპინძლების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, არაუხომ მაინც შეძლო გამარჯვების გოლის გატანა. კატალონიელებმა მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა, რითაც ხავი არც ისე კმაყოფილი იყო.

12 ტური შემდეგ, ხავის გუნდს 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები