Belive

ხავი: ,,დემბელეს აქვს პოტენციალი იმისა, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო იყოს''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, გუნდის შემტევზე, უსმან დემბელეზე ისაუბრა:

,,ბევრჯერ მითქვამს - დემბელეს აქვს პოტენციალი იმისა, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო იყოს. ჩემს პრეზენტაციაზე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ის ჩემთვის ფასეული მოთამაშეა. მე მას თავდაჯერებულობას ვმატებ.

 

ჩვენ სატრანსფერო ბაზარს ვერ ვაკონტროლებთ. არსებობს ანაზღაურება და ეს ფეხბურთელის გადაწყვეტილებაა. ვხედავ, რომ დემბელე ბედნიერია, მან ამის შესახებ თვითონაც გვითხრა,'' - ხავის სიტყვებს Marca ციტირებს.

დემბელეს ტრანსფერით ,,პარი სენ ჟერმენი'' ინტერესდება.

26 წლის შემტევმა გასულ სეზონში ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 35 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები