ხავი: "17 წლის ასაკში ბარსელონა მენდობოდა, ამიტომ ვენდობი მეც ახალგაზრდებს..."
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში, კატალონიის "ბარსელონამ" "ბილბაო" მინიმალური სხვაობით 1:0, 17 წლის დებიუტანტის - მარკ გუიუს გატანილი გოლით დაამარცხა.
მატჩის შემდგომ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ - ხავის, დაუსვა კითხვა, თუ რატომ ენდობა იგი 16-17 წლის ბავშვებს.
"როდესაც ჩემი ბარსელონური კარიერა დაიწყო, 17 წლის ასაკში კლუბი მე მენდობოდა და ჩემი დებიუტიც შედგა, რის შემდეგ, პირველ კლუბში ვთამაშობდი.
ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჩვენო შენი შესაძლებლობები, წლების მომატებასთან ერთად კი, უფრო დაიხვეწო და ერთ ადგილას არ უნდა გაჩერდე.
ამ ბიჭებმა იციან, რომ მოედანზე გამოსვლისას უნდა დაამტკიცონ ის, რისი გაკეთებაც მათ საუკეთესოდ გამოსდით და ფაქტი სახეზეა, ვენდე მარკ გიუისს, რომელმაც მოედანზე გამოჩენიდან რამდენიმე წამში, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოგვაპოვებინა...
ეს ასეა - უნდა ვენდოთ ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს და ბევრად უფრო კარგი შედეგი დადგება..." - ხავი ერნანდესი
ხავი ერნანდესის დებიუტი "ბარსელონას" რიგებში 1998 წელს, 17 წლის ასაკში შედგა, მას შემდეგ კი მისი მთელი კარიერა სწორედ ამ კლუბს მიეძღვნა. ხავის კატალონიური კლუბის რიგებში 505 მატჩი აქვს ჩატარებული.