,,ხანდახან სჯობს არაფერი თქვა” - პეტი რონალდუზე
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ემანუელ პეტი კრიშტიანუ რონალდუს კომენტარს გამოეხმაურა. პორტუგალიელმა Globe Soccer Awards-ის დაჯილდოებაზე განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1-ზე ძლიერია:
,,რონალდუ გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც თქვა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი ლიგა 1-ზე უკეთესია. კრიშტიანუს კარიერასა და მის გავლენას ფეხბურთზე დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ხანდახან სჯობს არაფერი თქვა, ვიდრე ყურადღება მიიპყრო.
არ მომეწონა მისი კონენტარი, ისევე როგორც დაჯილდოება - წინა პლანზე მომღერლები და რეპერები იყვნენ… საშუალება რომ მქონოდა, ტელევიზორს გავთიშავდი, მაგრამ სტუდიაში ვიყავი.
არც კი ვიცოდი, რომ ასეთი დაჯილდოება არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ ცერემონიალი მხოლოდ რეალს ეძღვნებოდა, ყველაფერი მათ მოიგეს. ფიფაში, ალბათ, ბედნიერები არიან.” - ემანუელ პეტი
Globe Soccer Awards-ის დაჯილდოებაზე რონალდუმ ისიც განაცხადა, რომ საფრანგეთში ძლიერი მხოლოდ ,,პარი სენ ჟერმენია” და მისი დამარცხება არავის შეუძლია.