ხამეს როდრიგესმა კოპა ამერიკაზე ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
კოპა ამერიკის 1/2-ფინალში კოლუმბიასა და ურუგვაის ნაკრებებს შორის დრამატული და სანახაობრივი მატჩი შედგა. კოლუმბიელებმა ნახევარფინალურ მატჩში ურუგვაი გამოთიშეს და კონტინენტის პირველობის ფინალში მესამედ ითამაშებენ.
მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი ჯეფერსონ ლერმა გახდა, რომელსაც საგოლე გადაცემა, საოცარ ფორმაში მყოფმა ხამეს როდრიგესმა გაუკეთა. ეს საგოლე გადაცემა კი 32 წლის კოლუმბიელისთვის ისტორიული გამოდგა.
კერძოდ, ხამეს როდრიგესი კოპა ამერიკის ისტორიაში პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 6 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
გარდა საგოლე გადაცემებისა, 32 წლის კოლუმბიელი 4-ჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.
James Rodriguez 👑
— Match of the Day (@BBCMOTD) July 11, 2024
No player has EVER had more assists than James Rodriguez in a single Copa America campaign ✨#BBCFootball pic.twitter.com/CW0KPh4Qqm
კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ნაკრების მოწინააღმდეგე კოლუმბია იქნება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 15 ივლისს, გამთენიისას 04:00 საათზე არის ჩანიშნული.