Belive

კევინ დე ბრუინე ჟურნალისტის კითხვაზე გაღიზიანდა და მას სულელიც კი უწოდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ (1 ივლისს) ბელგია 1/8-ფინალურ ეტაპზე საფრანგეთთან მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კევინ დე ბრუინე პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც მედიის კითხვებს პასუხობდა, ბელგიელი ფეხბურთელი ბოლო კითხვამ გააღიზიანა და ჟურნალისტს სულელიც კი უწოდა.

სრულად კითხვა-პასუხის რეჟიმი ასე მიმდინარეობდა:

ჟურნალისტი: კევინ, მტკივნეულია როდესაც ბელგიის ოქროს თაობა კიდევ ერთხელ ვერ აღწევს ფინალს?

კევინ დე ბრუინე: რა არის ოქროს თაობა?

ჟურნალისტი: შენი

კევინ დე ბრუინე: და თქვენ ამბობთ, რომ საფრანგეთს, ინგლისს, ესპანეთს, გერმანიას ოქროს თაობა არ ჰყავთ? კარგი გმადლობთ.....სულელი

სხვა სტატიები