კეპა არისაბალაგას ლიგის თასის ფინალში მომხდარ ინციდენტს არ პატიობენ.
ესპანელ მეკარეს დღეს "ჩელსიმ" ვერდიქტი გამოუტანა - კეპას ერთი კვირის ხელფასი ჩამოეჭრება.
ახლა კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის დასჯას ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარიც აპირებს.
იტალიელი სპეციალისტი კეპას "ტოტენჰემთან" თამაშის შემადგენლობაში არ დააყენებს.