მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, კაზემირომ ტრავმა მიიღო. ესპანური Marca-ს ცნობით, ბრაზილიელი მოედანს დაახლოებით 1 თვით გამოემშვიდობა.
შესაბამისად, ბრაზილიელი საყრდენი "რეალს" ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ 2 ტურში ვერ დაეხმარება.
მადრიდელები 27 ნოემბერს გასვლაზე "რომას," ხოლო 12-ში კი საკუთარ მოედანზე "ცსკა-ს" დაუპირისპირდებიან.